დარწმუნებული ვარ ამ თემაზე ბევრი დაიწერებოდა და ბევრი განსხვავებული აზრიც გამოითქმებოდა და შესაბამისად მეც მსურს რამდენიმე სიტყვით ჩემი შეხედულება დავაფიქსირო ამ საკითხზე. რა საკითხზე? აბა ყველამ ერთად გავიმეოროთ საკვანძო სიტყვები: “თუთბერიძე, ვიდეო, პატრიარქი”…. (არადა ძმობა, ერთობა, თავისუფლება ჯობია დასწყევლოს ეშმაკმა)
სხვათაშორის ბევრი ჩემი ნაცნობიც და უცნობიც აფიქსირებდა იმ აზრს, რომ არ ღირდა ამ ვიდეოების გამო ასეთი ამბის ატეხა. ვეთანხმები. ის გამოთქმა მახსენდება “ჭიქაში ატეხილი ქარიშხალიო” თუ რაღაც ეგეთი, ოღონდ ეგ კლერიკალების რეაქციაზე და თუთბერიძის ქმედება პანდორას ყუთის გახსნას მაგონებს, საიდანაც დავით ისაკაძე ამოვარდა :))) ნუ კოლექტიური დავით ისაკაძე 🙂
საქმე იმაშია, რომ საერთოდ არ ვეთანხმები პატრიარქის კრიტიკას იმ განცხადების გამო რაც გააკეთა. ნამდვილად არ მჭირდება საკრალურ საწებელმოსხმული სიტყვები იმის დასაჯერებლად რაც ისედაც ცხადია ჩემთვის: აგვისტოს ტრაგედიის თავიდან არიდება ნამდვილად შეიძლებოდა.
თუმცა, თუმცა…
მოქალაქე თუთბერიძეს სრული უფლება აქვს:
ა) არ მოეწონოს ეს განცხადება
ბ) საპირისპირო აზრი ჰქონდეს და გამოხატოს ეს აზრი.
გ) მოახდინოს იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ პატრიარქი ნამდვილად არ არის ღმერთი
დ) ჰქონდეს საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ ქართული მართლმადიდებლური ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესია მხოლოდ ჩვენი სულის ცხონებისთვის არ არის დაკავებული
ე) ფიქრობდეს, რომ ეკლესიაში შესაძლოა არსებობდეს რუსული აგენტურა (გავიხსენოთ, რამდენმა სასულიერო პირმა აღიარა რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირი. ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ ქართულ ეკლესიაში ყველა რუსეთის დასაყრდენია, თუმცა არც გულის დაარხეინების საშუალებას გვაძლევს)
ვ) პოპულარულ სოციალურ ქსელში, ანთავსებდეს ისეთ მასალას, რომლის გამოქვეყნება არ არის აკრძალული.
ზ) მასთან მისული მუქარის წერილების და მსგავსი ფაქტების გამო, საქმის კურსში ჩააყენოს სამართალდამცავი ორგანოები.
თავის მხრივ ჩვენს სასიქადულო სტუდენტობას, სრული უფლება აქვს გამოვიდეს და მოითხოვოს… ნეტავ რას ითხოვენ?
გააპროტესტოს… რას აპროტესტებენ?
თურმე პატრიარქი ყოფილა საყოველთაოდ პატივსაცემი ადამიანი და მას დაცვა ჭირდება…. აგრესიული, მძლავრი, თავზარდამცემი, შეუპოვარი, მძლეთამძლე, რკინისმკვნეტავი
თეა თუთბერიძისგან…..
და ამას აყოლილია საზოგადოების ის ნაწილი, რომელთათვისაც პატრიარქი კანონზე მაღლა დგას (პირველი არხის სამეთვალყურეო საბჭოს ერთთ – ერთმა წევრმა თქვა “დიდი ათეულის” აკრძალვასთან დაკავშირებით გასულ გადაცემაში)
არ ვაპირებ ახლა თვითგვემას: ეს რა დღეში ვართ, რა საზოგადოებაა, ირანიზაცია მიდის, გურჯისტანი, არაფერი გვეშველება და ასე შემდეგ. უბრალოდ ჩვენ გვჭირდება გაათმაგებული მუშაობა საზოგადოების აღზრდის, სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების უკეთ გააზრების მხრივ.
ვინ უწყის, იქნებ ეს შემთხვევა, მძლავრი ბიძგი აღმოჩნდეს ამ მადლიან საქმეში…
ჩემი დამოკიდებულება თეა თუთბერიძის და საერთოდ მსგავსი მოქმედების მიმართ, ალბათ ყველაზე კარგად ვოლტერის ერთი ცნობილი ფრაზით შეფასდება:
“მე არ ვიზიარებ თქვენ შეხედულებებს, მაგრამ სიცოცხლეს შევწირავ, რომ გქონდეთ მათი გამოხატვის უფლება”
უფ, გულზე მომეშვა:)
მეგონა, შენც დაიწყებდი : ”ეს რა ხდება, ჯვარს აცვით თეა”:))
რაღა უკლია ჯვარცმას რო? :))))
იცი რა, ვინ ათეისტი არ ყოფილა, მარა ეს შეურაცმყოფელი მდარე კლიპები მარტო მათი ავტორის დაუნობის დამამტკიცებელია,თვითონ თუთბერიძეს კიდე ყველაზე მეტად კიდია ის დაღუპული უდანაშაულო ადამიანები და უბრალოდ სპეკულირებს ამით.თავი შეგვახსენა უბრალოდ რო არსებობს, თორე ვის რა ფეხებზე კიდია მაგისი აზრი… მე პირადად ძალიან გამაღიზიანა, თქვენი არ ვიცი.
მე ნამდვილად არ გავუღიზიანებივარ, თუმცა არის მომენტები რაშიც მას არ ვეთანხმები
საკუთარი აზრის გამოხატვა ცოდვა არ არის,მაგრამ მან ვერ გათვალა,რომ ძალიან “სათუთ” თემას შეეხო არაქართულად.
რაც არ უნდა იყოს, მას კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია
და რა ქნა თუთბერიძემ ასეთ? :-0
აბა რა ვიცი, რამდენიმე უგემოვნო კლიპი “დააშეარა” თავის გვერდზე
sakutari azris gamoxatva pirovnebisa da eris sulieri mamis sheuracyofis gareshec sheidzleboda. magalitad ai ase :”me tea tutberidze ar vetanxmebi patriarkis gamotkmul mosazrebas” mashin rashi schirdeboda aseti ajiotaji chvens teakos ?saakashvili yvelafers moajda am kveyanashi. saxelm wifo strukturebis garda gaanadgura yvela avtoriteti.mxolod eklesiiisa da umetes wilad ilia meoris avtoritets ver mouxerxa veraferi.ra tkma unda ase ashkarad verc wava eklesiiis winaagmdeg amisatvis mas wkavwkava gaborotebuli tea tutberidze yavs romlistvisac avtoritetebi da xelsheuxebeli pirovnebebi ar arseboben. amit moxda niadagis mosinjva sheidzleba tu ara eklesiastan brdzola daiwyos tu kartvelebi akac chveul gulrilobas gamoichenen? zogierti tanamebrdzoli tea tutberidzesac gawiravs da ityvis rom tea rusetisa da eklesiiis agentia romelsac demokratiuli kartuli xelisuflebis da tavisufllebis institutis diskreditacia surs. ra amaze absurduli gancxadebebi ar mogvismenia tu ra ? piradad me ar gamovricxav mesame versiasac romlis mixedvitac tea tutberidzes mazoxistui midrekilebebi awuxebs da siamovnebs gaaftrebuli xalxis uxamsi mimartvebi misi dzvirfasi dedikos misamartit. rac ar unda iyos am gamoxtomis mizezi erti ram faktia missi mizani ar aris ketilshobiluri. misi mizani araa tundac eklesiaze brmad mindobili xalxis shegnebis gamofxizleba da arc demokratiuli yvela avtoritetisa da moralur principebze agebuli samartliani sazogadoebistvis safudzvlis chayra. tea tutberdzis ganzraxva da chanafikri romc yofiliyo aketken mimartuli (rashic dzalian dzalian didi echvi mepareba) es akcia mainc erti mdare amoraluri skandalia da meti araferi.
რაც არ უნდა იყოს, შეიძლება საკითხის მხოლოდ მორალურ მხარეზე ვიდავოთ, რაც მეტად პირობითია
მე რა ვერ გავიგე იცით? ვინაა ჩვენი ღმერთი: პატრიარქი თუ მიშა? 😦
მგონი ქალბატონი თეაა ჩვენი ღმერთი: აწამეს,ჯვარს აცვეს და რავიცი რავიცი… თან მგონი მისი ჩასახვაც თავიდან ხდება ფანტაზიებში და….
მგონი მისი ჩასახვაც თავიდან ხდება ფანტაზიებში – :)))) ლოლ
ეს ეროვნული საქმეა, აბა როგორ?
რა თქმა უნდა თუთბერიძეს აქვს აზრის გამოხატვის უფლება, ისევე როგორც კრიტიკის, მაგრამ მე მაინტერესებს რამდენად გამართლებულია იმ ვიდორგოლის დედება, რომელიც არც არანაირ კრიტიკას შეიცავს, არც კომპრომატებს საპატრიარქოს წინააღმდეგ და უბრალოდ არის მიზანმიმართული შეურაცხყოფა. გაიხსენეთ ფილმი ,,ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ” (რომელიც რეალურ ისტორიას ეფუძნება) სადაც ამერიკულმა სასამართლომ აკრძალა იმ მასალის გამოქვეყნება, რომელიც არანაირ სერიოზულ მტკიცებულებას შეიცავდა და რაც მთავარია საფრთხეს უქმნის ტავად გამოხატვის თავისუფლებას.
magaria
ლევან ჩემო კარგო! ეს რიტორიკული საუბარი და მჭევრმეტყველური სიტყვების კორიანტელი გასაგებია იმის დასამტკიცებლად, რომ შენს პოსტს მეტი სერიოზულობა შესძინო, რაგრამ ერთი რამე ნუ დაგავიწყდება!
იმ სტუდენტების აქციაზე შენც იყავი :დ
(თუ ამას წაშლი ხოიცი რაც იქნები 😀 )
რას ამბობ, ლამის თავი ამტკივდეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრით და კომენტარს წავშლი? :))
ვინ უარყოფს მერე რომ ვიყავი? ყოფნასა და მონაწილეობას შორის მნიშნველოვანი განსხვავებაა, “შუა უზით დიდი ზღვარი” 🙂
როცა შენს სულს აგინებენ,სიტყვის თავისუფლება არ არის.ერთადერთი რწმენა ხალხში ეკლესია დარჩა და ეს იმდენად სათუთია,რომ არ შეიძლება გაიგივდეს სიტყვის თავისუფლების სხვა თემებთან.არც ვოლტერი არ გულისხმობდა სიტყვის თავისუფლებას საზოგადოებრივი ეთიკის დაცვის გარეშე.ასეთი აჟიოტაჟი კი იმან გამოიწვია, რომ ეს რიგით მოქალაქეს არ გაუკეთებია და თუთბერიძის მონაწილეობა ხალხმა სახელმწიფოს პოლიტიკად გააიგივა.ამიტომაა რეაგირება აუცილებელი.სიტყვის თავისუფლების მსურველს დღევანდელ სინამდვილეში მრავალი თემა მოეძებნება და თუ უნარი გააჩნია იქ უთხრას საზოგადოებას თავისი აზრი.
არავის საქმეში არ ვერევი მე, მაგრამ თეა თუთბერიძეს …
ღმერთი საკადრის მიუზღავს მაგას. ასე იქნება ეს!
tea magari yleqalaa da vinc kide magas etanxmeba is xo saertod movtyan eseti qartvelebi
tea tutberidzis (ცენზურა) me egeti (ცენზურა) ro gazardes da vinc magas mag videos gaketeba daavala imis deda (ცენზურა) kide