რეისი კიევი – თბილისი
სულ რაღაც 2 დღე და რამდენიმე საათი დარჩა იმ სანატრელ წუთამდე, როცა აეროპორტში ატუზული გულისფანცქალით დავუგდებ ყურს შემდეგ სიტყვებს: “ჩამოფრინდა რეისი კიევი – თბილისი”… რადგან მეცოდინება რომ ამ რეისს ექვსი თვის უნახავი დედაჩემი, წლინახევრის უნახავი ძმა და სამი წლის უნახავი მამის მოკითხვა ჩამოყვება….
როგორ იწელება ამ დროს საათები, წუთები და წამები… გგონია რომ წესით მთელი საუკუნე გავიდა და ამ დროს საათის პატარა ისარი 6 – მდეც არ ჩამოთრეულა, რა უბედურებაა ბუბლიკ რაა…
გიო, გიო, გიო შენ რას გაიგებ მე რას ვწერ ახლა შენზე და როგორ მენატრები, მაგრამ ამხელა კაცი რომ ინტერნეტ – კაფეში წასვლაზე და იქ სკაიპის შექმნაზე ან თუნდაც “ადნაკლასნიკების” გაკეთებაზე დაიჯღანება და ძმას ერთ სურათს არ გამოუგზავნის, იმას რა უნდა ელაპარაკო.. აა, ჯერ არ ჩამოსულხარ და უკვე “გაკაჩავებ”
რა მაგრად არ მოგწონდა წიგნებით ხელში რომ დაგდევდი და ჩემგან ახსნილი ალგებრის ფორმულები სინათლის სიჩქარით ტოვებდნენ შენი ტვინის ხვეულებს
მე ის არ მომწონდა ყოველ კვირას ეკლესიაში რომ დაეთრეოდი:) ბარი ბარში ვართ
უკვე წელიწადნახევარია აღარ მომისმენია შენი ჯიჯღინი: “დამსვი კომპიუტერთან,ჯე ტე ა – ს თამაში მინდა”…”სკოლაში ნუ დამადგები ხოლმე”, “ნუ გამიტრ.. შენი აფორიზმებით”…. პირობას გაძლევ, ერთი კვირა მორჩილად ავიტან და მერე ჩააფურთხე
შენც როგორ გიხარია ალბათ, საქართველოში ჩამოსვლა, აგვისტოში რომ ჩამორბოდი რამდენი ვიცინეთ…მთელი უბანი გელოდება დიდიან – პატარიანად… შენი “ჭკუისკოლოფა” მიჯნურებიც გელოდებიან…ერთმა დარეკა, გიკითხა, ვუთხარი საქართველოში არ არის მეთქი და “დღეს იქნებაო?” ლეგენდა შეკითხვა დასვა…
რამდენი სალაპარაკო დაგვიგროვდა, რამდენი გასახსენებელი…
“ჩამოფრინდა რეისი კიევი – თბილისი”
-
Archives
- September 2011 (1)
- June 2011 (1)
- May 2011 (1)
- April 2011 (1)
- February 2011 (1)
- January 2011 (1)
- September 2010 (1)
- August 2010 (1)
- July 2010 (2)
- February 2010 (1)
- November 2009 (3)
- October 2009 (1)
-
Categories
-
RSS
Entries RSS
Comments RSS