პოლკოვნიკის ბლოგი

“ისწავლე სიცილი და არ დაივიწყო გლოვა, იბრძოლე მომავლისათვის და არასოდეს უგულებელყო წარსული”

მიდი ობამა!

დღეს ეტყობა გაზეთების თვალიერებამ დამაავადა, თუ რა არის, მაგრამ სულ პოლიტიკაზე გამომდის წერა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით გულმოსული ვწერ ამ პოსტს :( ეს – ეს არის, ისეთ საზოგადოებაში მომიხდა ყოფნა, სადაც რბილად რომ ვთქვა, ბარაქ ობამა დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, არა და ვინც მიცნობს, ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ…როდესაც ხელთ ჩამივარდა დემოკრატების 2004 წლის ყრილობაზე გაკეთებული მისი მიმართვა, იმდენად მოვიხიბლე, რომ 3 საათში გადმოვაქართულე და დღესაც ხშირად ვიმეორებ ხოლმე იქიდან ამოღებულ ციტატებს…ვცდილობ უფრო კარგად გავეცნო მის პოლიტიკურ ფილოსოფიას და სულ უფრო მიძლიერდება იმის რწმენა, რომ ეს ადამიანი, ერთ – ერთი დიდი პოლიტიკური ლიდერის სახელით დაივანებს მსოფლიო ისტორიაში.

რა თქმა უნდა იყვნენ ისეთები (ზემოთხსენებულ საზოგადოებაში) რომლებიც უბრალოდ მემარჯვენე იდეოლოგიას ატარებენ და ობამას სოციალისტური “გადახრები” არ მოსწონთ, არ პატიობენ “57 შტატს” და ნაწილობრივ პოპულისტად მიაჩნიათ (სხვა საქმეა მათი საყვარელი პაწუკა ბუში, როგორი ხვითო ბრძანდებოდა ინტელექტისა და განათლების ამბავში) მათთან პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ უმეტესობა ისეთი ხალხი იყო, რომელთაც გულწრფელად სჯეროდათ, რომ ჯონ მაკკეინის გამარჯვების შემთხვევაში, ამერიკა ისე “ჩააჯმევინებდა” რუსეთს, რომ იგი ხონჩით მოგვართმევდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოს და მაკკეინის პრეზიდენტობის მეორე ვადაში სოჭის დაბრუნებაზეც დაიწყებდა ფიქრს, ამიტომაც მათთვის ობამა, ერთი “ზანგი დეგენერატია” რომელმაც ჩვენი ბედის ჩარხის წაღმა დატრიალებას ხელი შეუშალა. :ყბისჩამოვარდნის სმაილი: რა ვქნა, მართლა ჭეშმარიტ ღმერთზე ხომ არ გავესაუბრები ასეთებს???

განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება მის ზანგობაზე (ყველა ზანგი განუვითარებელია, კენიელი მონა, წაეთრეს ჰარლემში, ბერლუსკონიმ ნაღდი თქვა ზაგარზე)) მშვიდობიან მიდგომაზე (მაკკეინი ყოფილიყო დედას მოუ…და, ირანთან ჯდება ეს სირცხვილია) გონებრივ სისუსტეზე (მაგან რა კრიზისი უნდა მოაგვაროს) და ა.შ. შეიძლება მართლა დაგჭირდეს ვალერიანის წვეთები დიდხანს და გულდასმით რომ უსმინო ამ ‘სიბრძნეს”

ობამა არც ბიძაშვილია ჩემი და არც მე ვარ მისი ნათლია, მაგრამ როდესაც ასე უსამართლოდ მსჯელობენ მასზე, სამართლიანი პროტესტის გრძნობა მიჩნდება… ობამა კი არა, გორის დილას ფეხბურთელებს რომ აგინებდნენ გახელებული გულშემატკივრები, მაშინ ვენთებოდი, იმიტომ, რომ ბოდიში და მარადონა რომ ყოფილიყო ის ფეხბურთელი, მაშინ გორის დილაშიც არ გაჩერდებოდა… ყველაფერს ხომ უნდა სამართლიანობის ერთი მისხალი არა?

ვისაც არ ესმის ბუშმა რა ქვეყანა ჩააბარა ობამას…
ვისაც არ ესმის, რომ ამერიკის პრეზიდენტი ობამაა და არა ჰარი პოტერი ..
ვისაც არ ესმის, რომ მშვიდობა უმთავრესია…
ვისაც არ ესმის, რომ რომი ერთ დღეში არ აშენებულა…
ვისაც არ ესმის, რომ წარმატებული პრეზიდენტი ეს წარმატებული ამერიკაა…
ვისაც არ ესმის, რომ წარმატებული ამერიკა, წარმატებული საქართველოა…
ვისაც არ ესმის, რომ წარმატებული ქვეყანა მისივე წარმატების საწინდარია…

ლანძღეთ ბატონებო, ვინც გინდათ ლანძღეთ, ვისაც გინდათ ამოუტრიალეთ წინაპრები საფლავში და თავსლაფი დაასხით…ამით არაფერი შეიცვლება, უბრალოდ მერე ალღოიანი კაცების სახელი არ დაკარგოთ, თორემ ობამას თქვენი არც გინება ეყურება და ვერც ქება შეაღწევს მის “სასმენელში”, დედამიწაც ჩვეულებრივად განაგრძობს ბრუნვას და როგორც ჩვენი ნოდარ დუმბაძე იტყოდა: “მზეც ექვს საათზე წამოადგება კონცხოულას მთას”…

YES WE CAN! YES WE CAN! YES WE CAN! YES WE CAN!

April 5, 2009 Posted by | ამერიკა, ობამა, საზოგადოება | , , , | 2 Comments

   

Follow

Get every new post delivered to your Inbox.